ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 2022-2023 სასწავლო წლის ოქროს და ვერცხლის მედალოსნებს დააჯილდოებს

15 სექტემბერი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია 2022-2023 სასწავლო წლის ოქროს მედალოსნებს საჩუქრად - 500, ხოლო ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს 400 ლარს გადასცემს.

ოქროსა და ვერცხლის მედალოსანმა მოსწავლეებმა, კუთვნილი თანხის მისაღებად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

განცხადება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;

საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი;

განმცხადებლის სახელზე გახნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ;

გააზიარე