გურჯაანის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვაში იმყოფებოდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვაში, ქალაქ პაკრუოისში იმყოფებოდა.
დელეგაცია ლიეტუაში პაკრუოისის მერიის მიწვევით ყოველწლიურ ღონისძიებას “ პაკრუოისის ქალაქის ფესტივალი 2023” - ს დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე შედგა ოფიციალური შეხვედრები, სეიმის თავჯდომარე - ვიქტორია ჩმილიტესთან, ლიეტუვას პარლამენტის წევრ - ანტალას მატულასთან, პაკრუოისის მუნიციპალიტეტის მერ - საულიუს მარგისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. დაიგეგმა შემუშავდეს სტრატეგია სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის კუთხით.
ლიეტუვას პაკრუოის მუნიციპალიტეტსა და გურჯაანს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა.