ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

გამოქვეყნების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2023
დასრულების თარიღი: 27 ოქტომბერი, 2023

             

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ

________________________

                 

       აუქციონის დაწყება - დამთავრება  17.10.2023წ. 17:00 - 27.10.2023 . 17:00

 

  1. პირობიან ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზაციოდ, დემონტაჟის პირობით, შენობაზე მიმაგრებული მიწის გარეშე, გატანილია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქვემოთ ჩამოთვლილი შენობა-ნაგებობები:

 

ა) სოფელ შაშიანში მდებარე საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობა ს.კ. 51.04.13.160 (შენობის საერთო ფართი - 330.80კვმ, განაშენიანების ფართი - 434,2კვმ) -  საწყისი საპრივატიზებო ფასი - 5 100 (ხუთიათას ასი) ლარი.  „ბე“  საწყისი  საპრივატიზაციო ფასის 30%  - 1 530 (ერთიათას ხუთასოცდაათი)  ლარი. სავაჭრო ბიჯი, საწყისი ფასის 5% - 255 (ორასორმოცდათხუთმეტი)  ლარი.

 

ობიექტის აღწერილობა:

 

შენობა-ნაგებობა ძველია, ერთსართულიანია, რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება.

 

ბ) სოფელ ვაზისუბანში მდებარე სადემონტაჟე N2 შენობა-ნაგებობა ს.კ. 51.05.63.008 (შენობის განაშენიანების სავარაუდო ფართი - 196.88კვ.მ)  საწყისი საპრივატიზებო     ფასი  -   0 (ნული) ლარი. განისაზღვროს   „ბე“  - 50 (ორმოცდაათი) ლარის, სავაჭრო ბიჯი - 10 (ათი)  ლარის ოდენობით.

 

ობიექტის აღწერილობა:

 

შენობა-ნაგებობა ძველია, რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება.

 

) ქ. გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სადემონტაჟე შენობა -  საკვამური მილი ს.კ. 51.01.58.253 (განაშენიანების სავარაუდო ფართია 30 კვ.მ) საწყისი  საპრივატიზებო ფასი - 2 770 (ორიათას შვიდას სამოცდაათი) ლარი. „ბე“  საწყისი საპრივატიზაციო   ფასის 30%  - 831 (რვაას ოცდათერთმეტი)  ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 139  (ასოცდაცხრამეტი)  ლარი.

 

ობიექტის აღწერილობა:

 

 შენობა-ნაგებობა არის საკვამური მილი, ექვემდებარება დემონტაჟს.

 

დ)  სოფელ ველისციხეში მდებარე სადემონტაჟე შენობა ს.კ. 51.07.64.075 (შენობის განაშენიანების ფართი  - 189 კვ.მ) საწყისი საპრივატიზებო ფასი   - 2 699 (ორიათას ექვსას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი. „ბე“  საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%  -  810 (რვაასათი)  ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 135 (ასოცდათხუთმეტი) ლარი.

 

ობიექტის აღწერილობა:

 

ყოფილი საავადმყოფოს სამზარეულოს შენობა-ნაგებობა ძველია, ექვემდებარება დემონტაჟს.

 

ე) სოფელ ახაშენში მდებარე სადემონტაჟე შენობა-ნაგებობა, ს.კ. 51.08.59.644 (შენობის განაშენიანების სავარაუდო ფართია - 167 კვ.მ ) საწყისი საპრივატიზებო  ფასი -  0 (ნული) ლარი.   განისაზღვროს   „ბე“  - 50 (ორმოცდაათი) ლარის, სავაჭრო ბიჯი - 10 (ათი)  ლარის ოდენობით.

 

ობიექტის აღწერილობა:

 

შენობა-ნაგებობა  ძველია, არ ექვემდებარება რეკონსტრუქციას.

 

აუქციონის პირობა:

 

  • შენობა-ნაგებობის პრივატიზება ხორციელდება დემონტაჟის პირობით, მიმაგრებული მიწის გარეშე;

 

  • აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონის დასრულებიდან ორი თვის ვადაში, უზრუნველყოს შენობის დემონტაჟი, ტერიტორიის გასუფთავება  და მოსწორება;

 

  • განხორციელდეს დემონტაჟი მერიის მიერ გაცემული, დემონტაჟზე მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული პირობების დაცვით - კერძოდ, აუქციონში გამარჯვებულის  მიერ წარმოდგენილ იქნას - დემონტაჟის პროექტი (გეგმები, დემონტაჟის ორგანიზაციის პროექტი გრაფიკით, უსაფრთხოების ნორმების დაცვის პროექტი, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შენობის შემოღობვის პროექტი და სადემონტაჟე პერიმეტრზე არსებული კომუნიკაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტი) და დემონტაჟის მოსაკრებელი განაშენიანების ფართის მიხედვით ( 1 ლარი - 1კვმ-ზე).

 

2. ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზაციოდ გატანილია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა - ZIL 45021, სახელმწიფო ნომერი - BD 341 BD, გამოშვების წელი - 1984,  ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასია  - 1920 (ათას ცხრაას ოცი) ლარი; „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 576  (ხუთას სამოცდათექვსმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი.

 

აღწერილობა:

       ავტომანქანა - ZIL 45021, სახელმწიფო ნომერი - BD 341 BD, გამოშვების წელი - 1984, არის არამუშა           

       მდგომარეობაში, დაუკომპლექტებელი.

 

  1. პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, პრივატიზების მიზნით, გატანილია მუნიციპალიტეტის               საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებსა და  მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, (სოფლების მიხედვით) განთავსებული, გამოუსადეგარი ლითონის  ნივთები - ჯართი.

 

          10 ტონა ჯართის საწყისი საპრივატიზაციო ფასია - 5820 (ხუთი ათას რვაას ოცი) ლარი. „ბე“ - საწყისი   საპრივატიზაციო ფასის 30% - 1746 (ათას შვიდას ორმოცდაექვსი ) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 291 (ორას ოთხმოცდათერთმეტი) ლარი.

 

     ჯართის საერთო წონა დასაზუსტებელია. შესაბამისად, სრული ღირებულება დადგინდება წონის დაზუსტების შემდეგ.

 

    ჯართი, ელექტრონულ აუქციონზე განთავსებულია სამ ლოტად:

 

 - სოფელ ვაჩნაძიანიდან -  სოფელ ჩუმლაყის ჩათვლით;

 - ქ. გურჯაანის ტერიტორიაზე;

 - სოფელ გურჯაანიდან - სოფელ ჯიმითის ჩათვლით.

 

აუქციონის პირობა :

 

-     შესყიდვამდე, პოტენციურ მყიდველს შეუძლია ჯართი ადგილზე დათვალიერება.

 

-     ჯართის წონა დასაზუსტებელია. მითითებული საწყისი საპრივატიზაციო თანხა არის 10 ტონა  

       ჯართის  ფასი.

 

-     მყიდველი უფლებამოსილია საერთო რაოდენობიდან შეიძინოს მისთვის სასურველი წონის ჯართი.

 

-     მყიდველი     ვალდებულია   აუქციონში   გამარჯვებიდან   25 (ოცდახუთი)  კალენდარული  დღის  

       ვადაში, საკუთარი     ხარჯებით,   მუნიციპალიტეტის   წარმომადგენელის   თანდასწრებით,    

       მოახდინოს    ჯართის გადაწონვა,  რის     შემდეგაც    მოხდება   სარეალიზაციო  ქონების  ზუსტი   

       წონისა და შესაბამისად, ზუსტი  ღირებულების დადგენა.

 

  • მყიდველი ვალდებულია ქონების გადაწონვა, დატვირთვა და გატანა განახორციელოს საკუთარი სახსრებით. ამასთან, ვალდებული და პასუხისმგებელია შრომის და ხანზარსაწინააღმდეგო უსაფრთხების წესების დაცვაზე.

 

  • მყიდველი ვალდებულია შეძენილი ქონების გატანა განახორციელოს მას შემდეგ, რაც ქონების ზუსტი წონის დადგენის შემდეგ, წარმოადგენს საბოლოო ფასის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტს. მყიდველს გადახდილი „ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას.

 

  • ქონების გატანის ვადების დარღვევის შემთხვევაში, მყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა შეადგენს ქონების სრული ღირებულების 0,1% -ს, ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე;

 

 

------------------------------

 

-  ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-ს გადახდა   შესაძლებელია ნაღდი

    ანგარიშსწორებით ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.

 

-  ელექტრონულ აუქციონში  გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

    ოქმი.

 

-  გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან, 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონში

    გამარჯვებულსა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

-  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15

    კალენდარული დღის ვადაში უნდა  უზრუნველყოს ქონების ღირებულების სრულად გადახდა

    სს ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბანკის კოდი LBRT GE 22, ანგარიშის ნომერი -        

    GE16LB0121192433146005.

 

-  იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული ხელს არ მოაწერს აუქციონის გამარჯვების 

   დამადასტურებელ ოქმს, აუქციონის შედეგები უქმდება. ხოლო, გადახდილი საგარანტიო თანხა - (ბე)    

   უკან აღარ ბრუნდება;

 

 

-  30 კალენდარული  დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის

    შედეგები უქმდება.

 

-  ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ, აუქციონში  გამარჯვებულს გადეცემა  

   საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.

 

-  ქონების დათვალიერება შესაძლებელია ქონების  მესაკუთრესთან შეთანხმებით.

 

-  დამატებითი ინფორმაციისათვის  დაგვიკავშირდით ნომერზე - 555 00 41 64. ასევე, შეგიძლია  

   დარეკოთ ცხელ ხაზზე -  1420.

 

 

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

გააზიარე