გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს
გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს
________________________
აუქციონის დაწყება - დამთავრება 05.09.2023წ. 14:00 – 17.09.2023 წ. 17:00
ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება - სოფელ კარდენახის N3 საბავშვო ბაღში განთავსებული მეორეული, ხუთკამფორიანი გაზქურა - FERRE F9E50E2G-ID, ფერი - ნაცრისფერი, კარგ მდგომარეობაში. სიმაღლე - 80 სმ, სიგანე - 60 სმ, სიგრძე - 85 სმ;
გაზქურის საწყისი საპრივატიზაციო ფასია 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარი. „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 165 (ასამოცდახუთი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 28 (ოცდარვა) ლარი.
------------------------------
- ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-ს გადახდა შესაძლებელია ნაღდი
ანგარიშსწორებით ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი.
- გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან, 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონში
გამარჯვებულსა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15
კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს ქონების ღირებულების სრულად გადახდა
სს ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში. ბანკის კოდი LBRT GE 22, ანგარიშის ნომერი -
GE16LB0121192433146005.
- 30 კალენდარული დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის
შედეგები უქმდება.
- ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ, აუქციონში გამარჯვებულს გადეცემა
საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობა.
- ქონების დათვალიერება შესაძლებელია ქონების მესაკუთრესთან შეთანხმებით.
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 555 00 41 64. ასევე, შეგიძლია
დარეკოთ ცხელ ხაზზე - 1420.
გურჯაანის მუნიციპალიტეტი