გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს
გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს
________________________
აუქციონის დაწყება - დამთავრება 17.07.2023 წ. 12:00 - 31.07.2023 წ. 17:00
1. პირობიან ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზაციოდ, დემონტაჟის პირობით, შენობაზე მიმაგრებული მიწის გარეშე, შემცირებული საწყისი საპრივატიზაციო ფასით, გატანილია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქვემოთ ჩამოთვლილი შენობა-ნაგებობები:
ა) სოფელ შაშიანში მდებარე საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობა ს.კ. 51.04.13.160 (შენობის საერთო ფართი - 330.80კვმ, განაშენიანების ფართი - 434,2კვმ) - საწყისი საპრივატიზებო ფასი - 5 100 (ხუთიათას ასი) ლარი. „ბე“ საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 1 530 (ერთიათას ხუთასოცდაათი) ლარი. სავაჭრო ბიჯი, საწყისი ფასის 5% - 255 (ორასორმოცდათხუთმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა-ნაგებობა ძველია, ერთსართულიანია. რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება.
აუქციონის პირობა:
- შენობა-ნაგებობის პრივატიზება ხორციელდება დემონტაჟის პირობით, მიმაგრებული მიწის გარეშე;
- აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონის დასრულებიდან ორი თვის ვადაში, უზრუნველყოს შენობის დემონტაჟი, ტერიტორიის გასუფთავება და მოსწორება;
- განხორციელდეს დემონტაჟი მერიის მიერ გაცემული, დემონტაჟზე მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული პირობების დაცვით - კერძოდ, აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილ იქნას - დემონტაჟის პროექტი (გეგმები, დემონტაჟის ორგანიზაციის პროექტი გრაფიკით, უსაფრთხოების ნორმების დაცვის პროექტი, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შენობის შემოღობვის პროექტი და სადემონტაჟე პერიმეტრზე არსებული კომუნიკაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტი) და დემონტაჟის მოსაკრებელი განაშენიანების ფართის მიხედვით ( 1 ლარი - 1კვმ-ზე). განაშენიანების ფართია - 434,2კვმ.
ბ) სოფელ ჩუმლაყში მდებარე N 1 საბავშო ბაღის შენობა-ნაგებობა ს.კ. 51.09.15.130 (შენობის საერთო ფართი - 1441.70კვმ, განაშენიანების ფართი - 1389,49კვმ) - საწყისი საპრივატიზებო ფასი - 22 200 (ოცდაორი ათას ორასი) ლარი. „ბე“ საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 6 660 (ექვსიათას ექვსასსამოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 1 110 (ერთიათას ასათი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა-ნაგებობა ძველია, ერთსართულიანია. რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება.
აუქციონის პირობა:
- შენობა-ნაგებობის პრივატიზება ხორციელდება დემონტაჟის პირობით, მიმაგრებული მიწის გარეშე;
- აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონის დასრულებიდან ორი თვის ვადაში, უზრუნველყოს შენობის დემონტაჟი, ტერიტორიის გასუფთავება და მოსწორება;
- განხორციელდეს დემონტაჟი მერიის მიერ გაცემული, დემონტაჟზე მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული პირობების დაცვით - კერძოდ, აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილ იქნას - დემონტაჟის პროექტი (გეგმები, დემონტაჟის ორგანიზაციის პროექტი გრაფიკით, უსაფრთხოების ნორმების დაცვის პროექტი, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შენობის შემოღობვის პროექტი და სადემონტაჟე პერიმეტრზე არსებული კომუნიკაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტი) და დემონტაჟის მოსაკრებელი განაშენიანების ფართის მიხედვით ( 1 ლარი - 1კვმ-ზე). განაშენიანების ფართია - 1389,4კვმ.
2. ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზაციოდ გატანილია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქვემოთ ჩამოთვლილი ავტომანქანები:
ა) ავტომანქანა - ZIL 45021, სახელმწიფო ნომერი - BD 341 BD, გამოშვების წელი - 1984, ქონების საწყისი საპრივატიზაციო ფასია - 3200 (სამიათას ორასი) ლარი; „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 960 (ცხრაასსამოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 160 (ასსამოცი) ლარი.
აღწერილობა:
ავტომანქანა - ZIL 45021, სახელმწიფო ნომერი - BD 341 BD, გამოშვების წელი - 1984, არის არამუშა
მდგომარეობაში, დაუკომპლექტებელი.
ბ) ავტომანქანა - ZIL 4502, სახელმწიფო ნომერი - BB 948 QQ, გამოშვების წელი 1989, ქონების საწყისი
- ფასია - 3600 (სამიათას ექვსასი) ლარი; „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% -
1080 (ერთიათას ოთხმოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 180 (ასოთხმოცი) ლარი.
აღწერილობა:
ავტომანქანა - ZIL 45021, სახელმწიფო ნომერი - BD 341 BD, გამოშვების წელი - 1984, არის არამუშა
მდგომარეობაში, დაუკომპლექტებელი.
გ) ავტომანქანა - ZIL 431410, სახელმწიფო ნომერი - BV 718 VB. გამოშვების წელი 1989, ქონების
- საპრივატიზაციო ფასია - 4000 (ოთხიათასი) ლარი; „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%
- 1200 (ერთიათას ორასი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 200 (ორასი) ლარი.
აღწერილობა:
ავტომანქანა - ZIL 431410, სახელმწიფო ნომერი - BV 718 VB, გამოშვების წელი - 1989, არის არამუშა
მდგომარეობაში, დაუკომპლექტებელი.
- ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-ს გადახდა შესაძლებელია ნაღდი
ანგარიშსწორებით ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი.
- გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან, 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონში
გამარჯვებულსა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15
კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს ქონების ღირებულების სრულად გადახდა
სს ლიბერთი ბანკი ნებისმიერ ფილიალში. ბანკის კოდი LBRT GE 22, ანგარიშის ნომერი -
GE16LB0121192433146005.
- 30 კალენდარული დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის
შედეგები უქმდება. ხოლო, გადახდილი საგარანტიო თანხა - („ბე“) უკან აღარ ბრუნდება;
- ქონების დათვალიერება შესაძლებელია ქონების მესაკუთრესთან შეთანხმებით.
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 555 00 41 64. ასევე, შეგიძლია
დარეკოთ ცხელ ხაზზე - 1420.
გურჯაანის მუნიციპალიტეტი