ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

გამოქვეყნების თარიღი: 14 ივლისი, 2023
დასრულების თარიღი: 28 ივლისი, 2023

             

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ

________________________

აუქციონის დაწყება - დამთავრება  14.07.2023 წ. 12:40 - 28.07.2023 . 17:00

 

  1.  ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზაციოდ, გატანილია:

 

- გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ კაჭრეთში მდებარე 18კვმ არასასოფლო-სამუერნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 51.20.54.026.614. ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასია - 1 080 (ერთიათას ოთხმოცი) ლარი.  „ბე“  საწყისი  საპრივატიზაციო ფასის 30% - 324 (სამასოცდაოთხი)  ლარი. სავაჭრო ბიჯი, საწყისი ფასის 5% - 54 (ორმოცდათოთხმეტი)  ლარი.

 

ობიექტის აღწერილობა:

 

მიწის ნაკვეთი მდებარეობს სოფელ კაჭრეთში, თბილისი-ბაკურციხის დამაკავშირებელი საავტომობილი ტრასის გასწვრივ, შენობა-ნაგებობის უკან.

 

  1.  ელექტრონულ აუქციონზე იჯარით გაცემის მიზნით გატანილია:

 

  • სოფელ ვეჯინში ყოფილი ადმინისტრაციული შენობის ს.კ. 51.12.65.003, პირველი სართულიდან 57,2კვმ არასაცხოვრებელი ფართი. ქონების ღირებულებაა - 29057 (ოცდაცხრაათას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი. საწყისი წლიური საიჯარო ქირა - 1560  (ერთიათას ხუთასსამოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 78 (სამოცდათვრამეტი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 468 (ოთხასსამოცდარვა) ლარი. საიჯარო ვადა - ხუთი წელი.

 

ობიექტის აღწერილობა:

 

იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია ადმინისტრაციული შენობის  პირველ სართულზე. არის სარემონტო. ფართი იჯარით გაიცემა ხუთი წლის ვადით.

 

  • სოფელ ბაკურციხეში, ამბულატორიის შენობა-ნაგებობის, ს.კ. 51.14.62.142, პირველი სართულიდან 29,0კვმ არასაცხოვრებელი ფართი. ქონების ღირებულებაა - 14732 (თოთხმეტიათას შვიდასოცდათორმეტი) ლარი. საწყისი წლიური საიჯარო ქირა - 780 (შვიდასოთხმოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 39 (ოცდაცხრამეტი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 234 (ორასოცდათოთხმეტი) ლარი. საიჯარო ვადა - სამი წელი.

 

ობიექტის აღწერილობა:

 

იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია ამბულატორიის შენობის  პირველ სართულზე. არის ძველი რემონტით. ფართი იჯარით გაიცემა სამი წლის ვადით.

 

  • სოფელ ბაკურციხეში, ადმინისტრაციული ერთეულის შენობა-ნაგებობის, ს.კ. 51.14.12.682, პირველი სართულიდან, 10კვმ არასაცხოვრებელი ფართი. ქონების ღირებულებაა - 5171 (ხუთიათას ასსამოცდათერთმეტი) ლარი. საწყისი წლიური საიჯარო ქირა - 360 (სამასსამოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 18 (თვრამეტი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 108 (ასრვა) ლარი. საიჯარო ვადა - ერთი წელი.

 

ობიექტის აღწერილობა:

 

იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია ადმინისტრაციული შენობის  პირველ სართულზე. არის სარემონტო, სუფთა მდგომარეობაში. ფართი იჯარით გაიცემა ერთი წლის ვადით.

 

  • სოფელ კაჭრეთის კულტურის სახლის შენობა-ნაგებობის ს.კ. 51.20.54.000.067, მეორე სართულიდან, 22,0კვმ არასაცხოვრებელი ფართი. ქონების ღირებულებაა - 11176 (თერთმეტიათას ასსამოცდათექვსმეტი) ლარი. საწყისი წლიური საიჯარო ქირა - 720 (შვიდასოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 36 (ოცდათექვსმეტი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 216 (ორასთექვსმეტი) ლარი. საიჯარო ვადა - სამი წელი.

 

  ობიექტის აღწერილობა:

 

იჯარით გასაცემი ფართი განთავსებულია შენობის მეორე სართულზე. არის სარემონტო. ფართი იჯარით გაიცემა სამი წლის ვადით.

 

________________________

               

-  ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-ს გადახდა   შესაძლებელია ნაღდი     ანგარიშსწორებით ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.

 

 

ქონების პრივატიზებისას:

 

-  ელექტრონულ აუქციონში  გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

    ოქმი.

 

-  გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან, 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონში

    გამარჯვებულსა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

-  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15

    კალენდარული დღის ვადაში უნდა  უზრუნველყოს ქონების ღირებულების სრულად გადახდა

    სს ლიბერთი ბანკი ნებისმიერ ფილიალში. ბანკის კოდი LBRT GE 22, ანგარიშის ნომერი -          

    GE16LB0121192433146005.

 

-  იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული ხელს არ მოაწერს აუქციონის გამარჯვების 

   დამადასტურებელ ოქმს, აუქციონის შედეგები უქმდება. ხოლო, გადახდილი საგარანტიო თანხა - (ბე)    

   უკან აღარ ბრუნდება;

 

-  30 კალენდარული  დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის

    შედეგები უქმდება. ხოლო, გადახდილი საგარანტიო თანხა - („ბე“) უკან აღარ ბრუნდება;

 

ქონების იჯარით გაცემისას:

 

- აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი.

 

- აუქციონში გამარჯვებულმა 15 კალენდარული დღის  განმავლობაში უზრუნველყოს აუქციონის შედეგად დაფიქსირებული, ორი თვის საიჯარო ქირის გადახდა სს ლიბერთი ბანკი ნებისმიერ ფილიალში. ბანკის კოდი LBRT GE 22, ანგარიშის ნომერი - GE16LB0121192433146005

 

- აუქციონში გამარჯვებული, ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში ქონების მესაკუთრესთან აფორმებს საიჯარო ხელშეკრულებას.

 

- თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და  გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

 

- ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით.

 

- დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლია დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 555 00 41 64. ასევე, დარეკოთ ცხელ ხაზზე - 1420.

 

 

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

გააზიარე