ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

გამოქვეყნების თარიღი: 11 ნოემბერი, 2022
დასრულების თარიღი: 25 ნოემბერი, 2022

             

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ

________________________

 

აუქციონის დაწყება - დამთავრება  11.11.2022წ. 12:00 - 25.11.2022. 16:00

 

 

      ელექტრონულ აუქციონზე იჯარით გაცემის  მიზნით  გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში

 არსებული, სოფელ კარდენახში მდებარე, 2792,0 კვმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 51.15.76.278. ღირებულება - 12 800 (თორმეტიათას რვაასი) ლარი. საწყისი წლიური საიჯარო ქირა - 640 (ექვსასორმოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 32 (ოცდათორმეტი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 192 (ასოთხმოცდათორმეტი) ლარი. საიჯარო ვადა - 10 (ათი) წელი.

            

ობიექტის აღწერილობა:

იჯარით გასაცემი მიწის ნაკვეთი განთავსებულია სოფლის თავში, არის ციცაბო რელიეფის მქონე, დაფარულია ეკალ-ბარდითა და მრავალწლიანი ხეებით, არ არის შემოღობილი.

                                                                         _____________________   

 

- აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი.

 

- აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის  

  ვადაში დაფაროს აუქციონის შედეგად დაფიქსირებული, ერთი თვის საიჯარო ქირა და ქონების  

  მესაკუთრესთან გააფორმოს საიჯარო ხელშეკრულება;

 

- იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული ხელს არ მოაწერს აუქციონის გამარჯვების 

  დამადასტურებელ ოქმს, ან/და არ გააფორმებს აღნიშნულ ვადაში საიჯარო ხელშეკრულებას, აუქციონის 

  შედეგები უქმდება. ხოლო, გადახდილი საგარანტიო თანხა - (ბე) უკან აღარ ბრუნდება;

 

- თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული 

  პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან 

  წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ  

  მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში 

  მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და 

  გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

 

 

 

 საიჯარო ქირა, მიწის იჯარისათვის შეიტანება სახაზინო კოდზე - 300503047;   

 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 555 00 41 64, ასევე ცხელ ხაზზე - 1420.

 

 

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტი

 

                                  

გააზიარე