ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

გამოქვეყნების თარიღი: 2 ივლისი, 2019
დასრულების თარიღი: 16 ივლისი, 2019

________________________

აუქციონის დაწყება - დამთავრება  02.07.2019 12:00 - 16.07.2019 15:00

 

ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში     არსებული უძრავი ქონება - ქ. გურჯაანში, წმინდა ნინოს ქუჩაზე მდებარე 6 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. 51.01.60.372. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 886 (რვაას ოთხმოცდაექვსი) ლარი. „ბე“ საწყისი ფასის 30% - 266 (ორას სამოცდაექვსი) ლარი, სავაჭრო ბიჯი 5% - 44 (ორმოცდაოთხი) ლარი.

ობიექტის აღწერილობა:

მიწის ნაკვეთი განთავსებულია ქ. გურჯაანის ცენტრალურ უბანში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, შენობებს შორის.

 

________________________

 

- ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-ს გადახდა   შესაძლებელია ნაღდი 

  ანგარიშსწორებით სს „ლიბერთი ბანკში“ ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით. 

- ელექტრონულ აუქციონში  გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი.

- გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან, 15 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში 

  გამარჯვებულსა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.

- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 

  კალენდარული დღის ვადაში უნდა  უზრუნველყოს ქონების ღირებულების სრულად გადახდა   

  სახაზინო კოდებზე - 300503390;

- 30 კალენდარული  დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის  

   შედეგები უქმდება.

- ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ, აუქციონში  გამარჯვებულს გადეცემა საკუთრების  

   უფლების დამადასტურებელი მოწმობა.

- ქონების დათვალიერება შესაძლებელია ქონების  მესაკუთრესთან შეთანხმებით.

- დამატებითი ინფორმაციისათვის  დაგვიკავშირდით ნომერზე - 599 85 23 35; ასევე, შეგიძლია დარეკოთ 

    ცხელ ხაზზე -  2 601 601.

    

 

                                                                 გურჯაანის მუნიციპალიტეტი

 

გააზიარე