გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ აუქციონს
გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
აუქციონს
________________________
აუქციონის დაწყება - დამთავრება 10.02.2021 წ.12:00–17.02.2021წ. 15:00
- პირობიანელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზაციოდ, დემონტაჟის მიზნით, შენობაზე მიმაგრებული მიწის გარეშე გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაშიარსებული, სოფელ კარდენახში მდებარე შენობა-ნაგებობა (ყოფილი საბავშო ბაღი). შენობის საერთო ფართი 259,4 კვ.მ , განაშენიანების ფართი - 136,7, ს.კ. 51.15.23.286. სადემონტაჟე შენობის საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 1093 (ერთიათას ოთხმოცდაცამეტი) ლარი. ,,ბე“ საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 328(სამასოცდარვა) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 55 (ორმოცდათხუთმეტ) ლარი.
- აღწერილობა:
შენობა-ნაგებობა ძველია, ნაწილი არის ხის კონსტრუქცია.
აუქციონის პირობა:
- შენობა-ნაგებობის პრივატიზება ხორციელდება დემონტაჟის მიზნით, მიმაგრებული მიწის გარეშე;
- აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს შენობის დემონტაჟი, ტერიტორიის გასუფთავება და მოსწორება;
- განხორციელდეს დემონტაჟი მერიის მიერ გაცემული, დემონტაჟზე მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული პირობების დაცვით - კერძოდ, აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილ იქნას - დემონტაჟის პროექტი ( გეგმები, დემონტაჟის ორგანიზაციის პროექტი გრაფიკით, უსაფრთხოების ნორმების დაცვის პროექტი, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შენობის შემოღობვის პროექტი და სადემონტაჟე პერიმეტრზე არსებული კომუნიკაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტი) და დემონტაჟის მოსაკრებელი განაშენიანების ფართის მიხედვით (1 ლარი - 1 კვ.მ-ზე). შენობის განაშენიანების ფართია - 136,7 კვ.მ.
________________________
- ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-სგადახდა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით
სს „ლიბერთი ბანკში“ ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი.
- გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან, 15 კალენდარული დღის ვადაში,აუქციონში
- ამარჯვებულსა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება ნასყიდობი სხელშეკრულება.
- აუქციონში გამარჯვებულმა,ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში
უნდა უზრუნველყოს ქონების ღირებულების სრულად გადახდა სახაზინო კოდზე - 300503313.
- 30 კალენდარული დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის
შედეგები უქმდება, ხოლო გადახდილი საგარანტიო თანხა - (ბე) უკან აღარ ბრუნდება;
ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე - 599 85 23 35, ასევე ცხელ ხაზზე - 2 601 601.
გურჯაანის მუნიციპალიტეტი