გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ აუქციონს
აუქციონის დაწყება - დამთავრება
09.12.2020 17:00–29.12.2020 15:00
ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩა N47-ში მდებარე ყოფილი ინდბინათმშენებლობის შენობა-ნაგებობები - N1, N2, N3, N4, N5, N6, N7 - საერთო ფართით - 1712,6 კვ.მ, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 11471 კვ.მ საკადასტრო კოდი - 51.01.59.066. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 193 119 (ას ოთხმოცდაცამეტი ათას ას ცხრამეტი)) ლარი, (შენობების ღირებულება - 20403 (ოცი ათას ოთხას სამი)ლარი, მიწის ღირებულება - 172 716 (ას სამოცდათორმეტი ათას შვიდას თექვსმეტი)„ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 57936 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას ოცდათექვსმეტი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 9656 (ცხრა ათას ექვსას ორმოცდათექვსმეტი) ლარი
ობიექტისაღწერილობა:
ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ძირითადად ანგარის ტიპისაა. სიძველისა და ხანგრძლივი ბუნებრივი და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად ძალიან დაზიანებულია. სახურავისა და სხვა რკინა-ბეტონის კონსტრუქციები დაშლილ-კოროზირებულია. შენობები გამოსულია მწყობრიდან და რაიმე მიზნით გამოყენებისთვის უვარგისია. ეზოში ეკალ-ბარდი და ველური მცენარეებია გავრცელებული.
--------------------------------------
- ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-სგადახდა შესაძლებელია ნაღდი ანგარიშსწორებით სს „ლიბერთი ბანკში“ ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკურიბარათით.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი.
- გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან, 15 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულსა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა,ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს ქონების ღირებულების სრულად გადახდა სახაზინო კოდზე - 300503313
- აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები უქმდება.
- ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ, აუქციონში გამარჯვებულს გადეცემა საკუთრების
უფლების დამადასტურებელი მოწმობა.
- ქონების დათვალიერება შესაძლებელია ქონების მესაკუთრესთან შეთანხმებით.
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 599 85 23 35; ასევე, შეგიძლია დარეკოთ
ცხელხაზზე - 2 601 601.
გურჯაანისმუნიციპალიტეტი