გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ აუქციონს
აუქციონის დაწყება - დამთავრება 25.02.2020 12:00 – 16.03.2020 16:00
ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება
- შენობა-ნაგებობები:
ა) ქ. გურჯაანში, ტაბიძის ქუჩა N4-ში მდებარე შენობა-ნაგებობები N 1 და N2 - ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა - საერთო ფართით - 988,6 კვმ, (N1 საერთო ფართით - 860,1კვმ, N2 საერთო ფართით - 128,5კვმ), არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 7 243,0კვმ საკადასტრო კოდი - 51.01.59.266. საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 241 611 (ორას ორმოცდაერთი ათას ექვსას თერთმეტი) ლარი, (შენობების ღირებულება - 60 898, (სამოცი ათას რვაას ოთხმოცდათვრამეტი) ლარი, მიწა - 180 713 (ასოთხმოცი ათას შვიდას ცამეტი) ლარი. „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 72 484 (სამოცდათორმეტი ათას ოთხას ოთხმოცდაოთხი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 12 081 (თორმეტი ათას ოთხმოცდაერთი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა-ნაგებობა განთავსებულია ქალაქ გურჯაანის ტერიტორიაზე. ეზოში გავრცელებულია ხე-მცენარეები. შენობა - ნაგებობა მკვიდრია. საჭიროებს კაპიტალურ რემონტს.
ბ) სოფელ კარდენახში მდებარე შენობა-ნაგებობა - ყოფილი N2 საბავშვო ბაღის შენობა. შენობის საერთო ფართი - 259,40 კვმ, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნმეო დანიშნულების მიწა - 1093,0კვმ. საკადასტრო კოდი - 51.15.23.286. ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი - 20 209 (ოცი ათას ორას ცხრა) ლარი. (შენობის ღირებულება - 8 918 (რვა ათას ცხრაასთვრამეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 11 291 (თერთმეტი ათას ორას ოთხმოცდათერთმეტი) ლარი.) „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 6 063 (ექვსი ათას სამოცდასამი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 1 011 (ერთი ათას თერთმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა მდებარეობს სოფელში. არის მოუვლელი და ამორტიზებული, დაზიანებულია სახურავი. მეორე სართულს ხის შუშაბანდი აქვს. ესაჭიროება კაპიტალური აღდგენა.
გ) სოფელ კარდენახში მდებარე, კულტურის სახლის შენობა-ნაგებობა. შენობის საერთო ფართი - 1544,0კვმ, მიმაგრებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 4872,0კვმ. საკადასტრო კოდი - 51.15.73.037. ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი - 98 115 (ოთხმოცდათვრამეტი ათას ასთხუთმეტი) ლარი. (შენობის ღირებულება - 47 787 (ორმოცდაშვიდი ათას შვიდას ოთხმოცდაშვიდი) ლარი, მიწის ღირებულება - 50 328 (ორმოცდაათი ათას სამასოცდარვა) ლარი.) „ბე“ - შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 29 435 (ოცდაცხრა ათას ოთხას ოცდათხუთმეტი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 4 906 (ოთხი ათას ცხრაას ექვსი) ლარს.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა მდებარეობს სოფლის ცენტრში. არის მოუვლელი და ამორტიზებული, დაზიანებული აქვს სახურავი, რის გამოც დაზიანებულია კედლები. არ გააჩნია კარ-ფანჯარა.
დ) სოფელ კარდენახში მდებარე შენობა-ნაგებობა, ყოფილი დაწყებითი სკოლა. შენობის საერთო ფართი - 505,0კვმ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 1307,0კვმ. საკადასტრო კოდი - 51.15.76.303. ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი - 43 866 (ორმოცდასამი ათას რვაას სამოცდაექვსი) ლარი. (შენობის ღირებულება - 34 416 (ოცდათოთხმეტი ათას ოთხას თექვსმეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 9 450 (ცხრა ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარი.) „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 13 160 (ცამეტი ათას ას სამოცი) ლარი. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 2 193 (ორი ათას ას ოთხმოცდაცამეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა-ნაგებობა მდებარეობს სოფლის თავში, იოსებ ნონეშვილის მუზეუმთან ახლოს. კედლებს გააჩნია ბზარები, შეიმჩნევა სახურავიდან ნალექის ჩამონადენი. ესაჭიროება კაპიტალური რემონტი.
--------------------------------------
- ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე“-ს გადახდა შესაძლებელია ნაღდი
ანგარიშსწორებით სს „ლიბერთი ბანკში“ ან/და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე გაიცემა აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი.
- გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მიღებიდან, 15 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში
გამარჯვებულსა და ქონების მესაკუთრეს შორის ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.
- ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15
კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს ქონების ღირებულების სრულად გადახდა
სახაზინო კოდზე - 300503313;
- 30 კალენდარული დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის
შედეგები უქმდება.
- ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ, აუქციონში გამარჯვებულს გადეცემა საკუთრების
უფლების დამადასტურებელი მოწმობა.
- ქონების დათვალიერება შესაძლებელია ქონების მესაკუთრესთან შეთანხმებით.
- დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 599 85 23 35; ასევე, შეგიძლია დარეკოთ
ცხელ ხაზზე - 2 601 601.
გურჯაანის მუნიციპალიტეტი