გურჯაანის მერის მოადგილე მუზეუმებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო
გურჯაანის მუნიციპატეტის მერის მოადგილემ ლერი გელენავამ, ა(ა)იპ საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელთან - ეკა ბეროშვილთან ერთად, სამუზეუმო გაერთიანებაში შემავალი მუზეუმები მოინახულა და ადგილზე გაეცნო იქ არსებულ მდგომარეობას.
მუზეუმები, ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციების დაცვით, აგრძელებენ მუშაობას და ვიზიტორების მისაღებად მზად არიან.