ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის მერიამ ბაზრის მოვაჭრეებს პირბადეები გადასცა

1 April, 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და ვიცე-მერმა თეიმურაზ ზავრაშვილმა ქალაქ გურჯაანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს პირბადეები გადასცეს.  ამასთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, პირბადეებს გადასცემს გურჯაანის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებსაც ამ დროისთვის ხალხთან უწევთ ურთიერთობა.  საერთო ჯამში პირბადეებს 1500 ადამიანი მიიღებს.

გააზიარე