გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკი
გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა.
პროექტის ფარგლებში, რომელიც ოქტომბერში დასრულდება, მიმდინარეობს დასასვენებელი ზონების, ბავშვთა ატრაქციონების მოწყობა, საზაფხულო კინოთეატრისა და ამფითეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები და სპორტული მოედნის მშენებლობა.
პარკში ასევე განახლდება მწვანე საფარი, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები, დამონტაჟდება განათების ბოძები, განთავსდება სკამები და სანაგვე ურნები, პარკი დაიყოფა სხვადასხვა ტიპის სპორტული და კულტურული დანიშნილების სივრცეებად და შეემატება მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით ახორციელებს და მისი ღირებულება დაახლოებით 3.6 მილიონი ლარია.
გურჯაანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის დასკვნით სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატთან დავით სონღულაშვილთან ერთად გაეცნო.