გურჯაანის კულტურის ცენტრში, მხატვარ ესმა ალავერდაშვილის მეოთხე პერსონალური გამოფენა გაიმართა
გურჯაანის კულტურის ცენტრში, მხატვარ ესმა ალავერდაშვილის მეოთხე პერსონალური გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის სხვადასხვა ჟანრში შესრულებული ფერწერული ნამუშევრები.
ესმა ალავერდაშვილი, თითქმის ნახევარი საუკუნეა, გურჯაანის სამხატვრო სკოლას ხელმძღვანელობს და თაობებს მხატვრობას აზიარებს.
ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.