ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის ეკონომიკური სტრატეგიის წარდგენა

9 სექტემბერი, 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, ევროკავშირის პროექტის "მერები ეკონომიკური ზრდისთვის", ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. გურჯაანის მერიის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსმა ნინი ნინოშვილმა, როგორც ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის ოფიცერმა, შეიმუშავა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელიც გურჯაანის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.  პროექტის "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" ფარგლებში, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, შექმნილია პარტნიორობა, რომელშიც ოცი წევრი შედის. პარტნიორობაში შედიან ის ადამიანები, ვისაც წვლილი შეაქვს მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარებაში. აღნიშნული სტრატეგია ბრიუსელში იგზავნება დასამტკიცებლად.

გააზიარე