ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

22 May, 2020

გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა, მუნიციპალიტეტის მერთან არჩილ ხანდამაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ვანო ბერიძიშვილთან ერთად, ქალაქ გურჯაანში ცენტრალური პარკის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.  პარკის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე განთავსდება დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები, ამფითეატრი და სპორტული მოედანი. პროექტი, ასევე ითვალისწინებს განათების ბოძების, საფეხმავლო ბილიკების, ბორდიურების, სკამების, სანაგვე ურნების და მწვანე საფარის მოწყობას.  პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა და ის სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.  გურჯაანის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 3.5 მილიონი ლარია. 

გააზიარე