ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

 გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩატარდა.

1 ივნისი, 2021

გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგს, რომელსაც დამწყები საოჯახო სასტუმროების, მარნების, კაფე-რესტორნების და სხვა ობიექტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ექსპერტი ტურიზმის საკითხებში - მარიამ ჟორჟიკაშვილი უძღვებოდა.

პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და "მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტის (MUSQAT)" ფარგლებში, ა(ა)იპ "კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი"-ს და "მედიაცენტრი კახეთი"-ს ხელშეწყობით ხორციელდება.

შეხვედრა ა(ა)იპ "ქალები რეგიონიდან საზოგადოების განვითარებისთვის" ორგანიზებითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების მხარდაჭერით გაიმართა.

გააზიარე