ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება

2 May, 2024

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გასულ წელს მოსულმა სტიქიამ დააზიანა, აქტიურად გრძელდება.

პროექტის მიხედვით ამ დროისთვის, ასფალტის პირველი ფენის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვლთან ერთად მოინახულა.

სამუშაოებს საქართველოს საავტომობლო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს "ქეი ქონსთრაქშენი" ასრულებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 739 244 ლარია გამოყოფილი.

გააზიარე