ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანელი მკლავჭიდელების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

17 May, 2024

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართულ მკლავჭიდელთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს გურჯაანელმა სპორტსმენებმა.

მათ 7 ოქროს, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონის ტიტულის და საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ:

ლაშა გოჩიაშვილი 60 კგ (15 წლამდე ) ბრინჯაოს მედალი;

ნოდარი შანყულაშვილი 70 კგ (18 წლამდე) ორი ოქროს მედალი (მარჯვენა,მარცხენა)

შოთიკო რაქვიაშვილი 60 კგ. ორი ოქროს მედალი (მარჯვენა,მარცხენა);

ირაკლი მამისაშვილი 55 კგ. ბრინჯაოს მედალი;

ნიკა ქევხიშვილი 75 კგ (23 წლამდე) ბრინჯაოს მედალი;

დიდებში:

ლევანი საკაშვილი 80 კგ - ოქროს მედალი (მარჯვენა), ვერცხლის მედალი (მარცხენა);

თენგიზ ნაცვლიშვილი 65 კგ - ოქროს მედალი (მარცხენა), ვერცხლის მედალი (მარჯვენა);

ალექსი ზავრაშვილი 70 კგ - ოქროს მედალი (მარჯვენა) ;

გამარჯვებულ მკლავჭიდელებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და მერის პირველი მოადგილე ლერი გელენავა შეხვდნენ, გამრჯვება მიულოცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს!

გურჯაანელი სპორტსმენები სლოვაკეთში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და გურჯაანის სპორტული გაერთიანების ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრნენ.

გააზიარე