ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გურჯაანელების წარმატება მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატზე

21 ივნისი, 2023

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ ევროპის მკლავჭიდელთა ჩემპიონატზე წარმატებით იასპარაზეს გურჯაანელმა პარასპორტსმენებმა - გიორგი კასრელიშვილმა, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა, ზურა ქათამაძე და სოსო ქუმსიაშვილი კი ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ.

წარმატებას მიაღწია, 18 წლამდელთა მკლავჭიდის ნაკრების წევრმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაგზავნილმა, გიორგი მანთაშაშვილმა, რომელმაც მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მათ მოპოვებულ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს.

 

გააზიარე