გიორგი მაჭავარიანი მერის წარმომადგენლებს შეხვდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.
"მზად ვარ მუდმივი კომუნიკაცია მქონდეს მერის წარმომადგენლებთან, რათა უშუალოდ ვიყო ჩართული სოფლებში არსებული ყველა პრობლემის დროულად მოგვარებაში" , - აღნიშნა გიორგი მაჭავარიანმა.