ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 - დღიანი კამპანია

30 ნოემბერი, 2020

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 - დღიანი კამპანიის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს და სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მენტორი პედაგოგის - ნანა ნიკოლაშვილის ორგანიზებით საინფორმაციო ონლაინ-შეხვედრა მოეწყო.

 შეხვედრის თემა - ,,უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე" იყო, რომელსაც გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ველისციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, სკოლამდელი დაწესებულებების მენეჯერები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო განათლების ექსპერტები და სოფელ ველისციხის ბიბლიოთეკის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტი უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას, რომელიც მსოფლიოში 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, 1991 წლიდან აღინიშნება.

გააზიარე