ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

7 დეკემბერი, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობისათვის მიმდინარე წელს გამოვლინდა არაერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან, თავისუფლების, სანაპიროსა და რუსთაველის ქუჩიდან აღებულ იქნა უკანონოდ განთავსებული ორი რკინისა და ორი მეტალოპლასმასის ჯიხური. აგრეთვე, თბილისი-ბაკურციხე-ახმეტის გზის მონაკვეთზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მექანიკურად დაზიანებული და უკანონოდ განთავსებული აბრები. ზემოაღნიშნული ნივთები ისევე როგორც ჯიხურები, გადატანილია და დასაწყობებულია ქ.გურჯაანში სარაჯიშვილის ქუჩა N58ა-ში, მუნიციპალიტეტის საქმიან ეზოში. საქმიან ეზოში სულ გადატანილი იქნა ოთხი ერთეული ჯიხური და რვა სხვადასხვა სახის აბრა, რომლის მესაკუთრეების დადგენაც ვერ მოხერხდა ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში.

ზემოაღნიშნულ ნივთებზე საკუთრების უფლების თაობაზე პრეტენზიის განაცხადი შეგიძლიათ წარმოადგინოთ მერიაში სამი თვის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ გაგაჩნიათ შესაბამის ნივთებზე საკუთერების დამადასტურების დოკუმენტი.

ფოტოები იხილე დანართის სახით:

გააზიარე