ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

"ეტალონი" გურჯაანში

18 ოქტომბერი, 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გაიმართა.  შეჯიბრში გამარჯვებული ბაკურციხის საჯარო სკოლის მოსწავლე ესმა ჭარელაშვილი გახდა. მას „გურჯაანის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭა და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.  ინტელექტუალურ შეჯიბრში მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეებიც გამოვლინდნენ.  მეორე ადგილი ვეჯინის საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ დათუნაშვილმა დაიკავა. მესამე ადგილზე ქალაქ გურჯაანის #4 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა სოსებაშვილი გავიდა. ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე, პროექტის ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „გურჯაანის ეტალონ მოსწავლეს“ ლაშა ბიწკინაშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეულად წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი, მის მშობლიურ შაშიანის საჯარო სკოლასაც გადაეცა.  ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები დაესწრნენ

გააზიარე