ელექტრონული სერვისების დანერგვის შესახებ შეხვედრა გაიმართა
საქართველოს მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვის პროექტის ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ვიცე-მერი თეიმურაზ ზავრაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია შაოშვილი და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს(MSDA) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში შეიქმნება ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტი და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს(MSDA) ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც სამ მიმართულებას გააერთიანებს: ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების, ელექტრონული განცხადებების მართვის და გეოსივრცითი მონაცემების მართვის სისტემებს.
პროექტის შედეგად მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუმარტივდებათ მუნიციპალურ სერვისებზე წვდომა, რაც თავის მხრივ გულისხმობს მოქალაქეებისთვის ნაკლებ ბიუროკრატიას, მეტ გამჭვირვალობას და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.