წიგნების გამოფენა-გაყიდვა
დღეს, ქალაქ გურჯაანს სულაკაურის გამომცემლობის მოძრავი მაღაზია სტუმრობდა და წიგნების გამოფენა-გაყიდვა გამართა. გამომცემლობამ გურჯაანელებს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა სპეციალურ ფასად შესთავაზა. უკვე რამდენიმე წელია რაც სულაკაურის გამომცემლობა, წიგნის მოყვარულებისთვის, გურჯაანში ასეთ აქციებს მართავს. წიგნების გამოფენა-გაყიდვა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.