ჩუმლაყში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
სოფელ ჩუმლაყში, მე-8 შიდა საუბნო გზაზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც რეაბილიტაცია უტარდება 675 მეტრი სიგრძის გზას, ეწყობა სანიაღვრე არხი და ეზოებში შესასვლელები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ფინანსდება.
სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული, ამხანაგობა "გზამშენი 15" ასრულებს.