ჩუმლაყში ახალი სამაცივრე მეურნეობების მშენებლობა მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ახალი სამაცივრე მეურნეობების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის დახმარებით, სამაცივრე მეურნეობების რიცხვი რამდენჯერმე გაიზარდა და ეს ტენდენცია გრძელდება. გასულ წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში სრული დატვირთვით 22 სამაცივრე მუშაობდა, მიმდინარე წელს კი მათი რიცხვი 30 - ს გადააჭარბებს.