ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ჭადრაკის სპარტაკიადის ჩემპიონი ქალაქ გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის გუნდი გახდა

17 May, 2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული სპარტაკიადის ფარგლებში ჭადრაკის ტურნირი გაიმართა. სპარტაკიადის ჩემპიონი და პირველი ადგილის მფლობელი ქალაქ გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე ქალაქ გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის, ხოლო მესამე ადგილზე სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის გუნდები გავიდნენ.

გამარჯვებული გუნდები შესაბამისი ხარისხის მედლებით და დიპლომებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა თამარ ფურცელაძემ დააჯილდოვა. სპარტაკიადის ჩემპიონს, ქალაქ გურჯაანის მე-2 სკოლის გუნდს კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული სპეციალური თასი გადაეცა.

ტურნირის დაწყებამდე მონაწილეებს Covid-19 - ის სადიაგნოსტიკო ტესტირება ჩაუტარდათ.

სასკოლო სპორტული სპარტაკიადა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ექვს სახეობაში – ჭადრაკში, ფეხბურთში, ფრენბერთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბადმინტონში იმართება.

გააზიარე