ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ჭაჭის ფესტივალი

4 ნოემბერი, 2023

კახეთში, მთავრობის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ყოველწლიური, ტრადიციული ფესტივალი - „ჭაჭა 2023“ გაიმართა.

ფესტივალი ყოველი წლის ნოემბრის პირველ შაბათს რეგიონის რვავე მუნციპალიტეტის მონაწილეობით იმართება თელავში.

„ჭაჭა“ ერთადერთი რეგიონული, ყოველწლიური ფესტივალია, რომელშიც ფერმერები, გლეხები, მცირე მარნებისა და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან.

ფესტივალი მუსიკალურ - თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა.

ფესტივალს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი მოადგილეებთან და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტი“-ს მიერ გაიმართა საქართველოს დაცული რეგისტრირებული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია.

ერეკლე II-ის მოედანზე, კახეთის მუნიციპალიტეტების მიერ მოეწყო შემდგომისთვის დამახასიათებელი თემატური პავილიონები, გაიმართა ადგილობრივი მეწარეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა, სადაც ძირითად პროდუქტს ჭაჭა წარმოადგენდა.

გაიმართა გამარჯვებულების დაჯილდოება 2023 წელს საუკეთესო ჭაჭის წარმოებისთვის. (ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით; შესაბამისი მოწმობებით ფერმერებითვის, გლეხებისთვის და კომპანიებისთვის).

გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან "ექიმის ბიო-მარანს" ორი სიგელი გადაეცა ნომინაციაში: "გამორჩეული გლეხური ჭაჭა", ხიხვისა და მუხის კასრში დავარგებული საფერავის ჭაჭაზე.

გამოვლინდა 2023 წლის ფესტივალზე ყველაზე კრეატიული მუნციპალიტეტი - თელავი, რომელსაც ფესტივალის ორგანოზატორის მხრიდან გადაეცა ფულადი ჯილდო, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის.

ფესტივალი ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ მიერ წარმოდგენილი სპექტაკლებით „გაყრა“ და „შეყრა“ დასრულდა.

ფესტივალის ორგანიზატორები:

- საქართველოს კულტურის პალატა;

- ტურიზმის განვითარების ასოციაცია;

- კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

ფესტივალის მხარდამჭერები:

-საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;

- საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“;

- საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო.

გააზიარე