ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ბიბლიოთეკაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

17 ივლისი, 2023

ქალაქ გურჯაანის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პროგრამის „სწრაფი რეგიონული განვითარება იმერეთსა და კახეთში“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

პროგრამას ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი (ძდექ) ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD ფარგლებში ახორციელებს.

პროგრამის მეოთხე ფაზა ითვალისწინებს აღნიშნულ რეგიონებში სოფლის სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებას, რათა, უფრო მეტი წვლილი იყოს შეტანილი ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.

საინფორმაციო შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლერი გელენავა, საქართველოს პარლამენტის წევრის, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი გოგი მაჩხაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მცირე მეწარმეები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რომლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ.

გააზიარე