ბაკურციხეში, ე.წ. "ხევისუბანში", წყლის ახალი ჭაბურღილი მოეწყო!
სოფელ ბაკურციხეში, ე.წ. "ხევისუბანში", წყლის ახალი ჭაბურღილი მოეწყო! ☑️პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილი და დამონტაჟდა 50 ტონიანი რეზერვუარი, რომელიც ქსელში, სრული დატვირთვით, უახლოეს დღეებში ჩაერთვება. ახალი ჭაბურღილიდან სასმელი წყლით ორი უბანი, 50 -ზე მეტი ოჯახი, მომარგადება, რომელთაც წყალი გრაფიკით, შეფერხერბით, ხორციელდებოდა. ბაკურციხეში ჭაბურღილის მოწყობა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 191 286 ლარით დაფინანსდა. სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს "უნივერსალ სერვისმა" შეასრულა.