ახაშენში სპორტული მოედნის მშენებლობა გრძელდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში საბავშვო სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
პროექტის მიხედვით ეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი, ხელოვნური ბალახით, მინი ფეხბურთის კარით, კალათბურთის ფარებით და გარე განათებით. ამასთან ერთად, სტადიონის მიმდებარედ მოეწყობა სკვერი საბავშვო მინი ატრაქციონებით და გადახურული სატრენაჟორო მოედნით.
სამუშაოებს, რომლის ღირებულება 141 920 ლარია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “დანი ქონსთრაქშენ” ასრულებს