ახაშენში საბავშვო სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დაიწყო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში საბავშვო სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
პროექტის მიხედვით მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი, ხელოვნური ბალახით, მინი ფეხბურთის კარებით, კალათბურთის ფარებით და გარე განათებით. ამასთან ერთად, სტადიონის მიმდებარედ მოეწყობა სკვერი საბავშვო მინი ატრაქციონებით და გადახურული სატრენაჟორო მოედნით.
სამუშაოებს, რომლის ღირებულება 141 920 ლარია, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “დანი ქონსთრაქშენ” ასრულებს.