ახაშენში ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ახალი ჭაბურღილის მოწყობა მიმდინარეობს.
აღნიშნული ჭაბურღილის დასრულების შემდეგ, სოფელში მცხოვრები 70-ზე მეტი ოჯახის წყალმომარაგება გაუმჯობესდება.
სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 204 525 ლარს შეადგენს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ჰიდროგეო” ასრულებს.