ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით, მიმდინარე წლის სამ თვეში 84 -მა ოჯახმა ისარგებლა

25 April, 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით, მიმდინარე წლის სამ თვეში 84 -მა ოჯახმა ისარგებლა.

პროგრამის ფარგლებში, პირველ კვარტალში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29 500 ლარი დაიხარჯა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამა პირველი ან მეორე ბავშვის შეძენისას ერთჯერად 300 ლარს, ხოლო მესამე ბავშვის დაბადების შემთხვევაში - ერთჯერად 500 ლარიან დახმარებას გულისხმობს.

გააზიარე