ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (იანვარი - მარტი), 79- მა ოჯახმა ისარგებლა

27 April, 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (იანვარი - მარტი), 79- მა ოჯახმა ისარგებლა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 23 700 ლარი გაიცა.

ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით სარგებლობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 1 წლამდე ასაკის ბავშვების ოჯახებს ერთჯერადად შეუძლიათ.

გააზიარე