ახალი ინვენტარი საბავშვო ბაღებში
ა(ა)იპ გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ, 37 საბავშვო ბაგა-ბაღისთვის ავეჯი შეიძინა.
განახლებული ინვენტარი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლერი გელენავამ და ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნატა რუაძემ მოინახულეს.
სააღმზრდელო დაწესებულებებს ეტაპობრივად გადაეცემა საბავშვო მაგიდები, სკამები, საწოლები, კარადები და სამზარეულოს ავეჯი.
ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების მიერ განახლებული ავეჯის ღირებულება 174 115 ლარს შეადგენს.