ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია
ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია!
3 აგვისტოს მდგომარეობით, სულ მოკრეფილია 29 908 ტონა ატამი და ვაშლატამა, რაც გასული წლის ამ დროის მაჩვენებელთან შედარებით 6 018 ტონით მეტია.
ამ დროისთვის, საქართველოდან ექსპორტირებულია 16 563 ტონა ატამი და ვაშლატამა, რაც 9 862 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ქართული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი ხორციელდება: რუსეთში, სომხეთში , აზერბაიჯანში, ყაზახეთში, მოლდოვაში, სლოვენიაში, უკრაინასა და სინგაპურში. წელს, ვაშლატამას ფასი 2 ლარი და მეტია, ხოლო ატმის ფასი კი 1, 0 - 1,5 ლარს შეადგენს. რაც გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. გასულ წელს ატმის ფასი 0,80 - 1 ლარი, ხოლო ვაშლატამის ფასი კი 1,20 ლარი იყო. წელს, მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზების პროცესში სრული დატვირთვით მუშაობს 22 სამაცივრო მეურნეობა, გასულ წელს კი მათი რაოდენობა მხოლოდ 9 იყო. ატმის და ვაშლატამას შიდა ბაზარზე შეუფერხებლად რეალიზებისთვის სოფელ ჩუმლაყში მოეწყო და ფუნქციონირებს საბითუმო ბაზარი.