ცხელი ხაზი : (0 353) 22 12 23

არჩილ ხანდამაშვილი ტექნოპარკის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

26 სექტემბერი, 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, მრჩეველთან ლერი გელენავასთან და ზედამხედველობის განყოფილების უფროსთან რამაზ ქიტიაშვილთან ერთად, ქალაქ გურჯაანში რეგიონული ინოვაციების ცენტრის (ტექნოპარკის) შენობის მშენებლობა დაათვალიერა.  შეგახსნებეთ, რომ რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რისთვისაც 2 178 598 ათას ლარია გამოყოფილი.  ტექნოპარკის სამშენებლო სამუშაოებს შპს „ელჯორჯია“ ახორციელებს, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ერთ წელში უნდა დასრულდეს.

გააზიარე