არჩილ ხანდამაშვილი კარდენახის სკოლის სარემონტო სამუშაოებს გაეცნო
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსთან ბიჭიკო მაისურაძესთან ერთად, სოფელ კარდენახის საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში შეიცვლება შენობის სახურავი, ამორტიზებული იატაკები და ჩატარდება კოსმეტიკური რემონტი, რისთვისაც 322 500 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული შპს "გუგა 2001" ასრულებს. შეგახსნებთ, რომ ამ დროისთვის სამუშაოები ასევე, მიმდინარეობს სოფლების: ბაკურციხის, ჭანდრის, დარჩეთის და ქალაქ გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლებში