არაშენდა-დარჩეთის დამაკავშირებელი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია არაშენდა-დარჩეთის დამაკავშირებელი შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 1600 მეტრი სიგრძის გზა და მიერთებები. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 603 395 ლარით ფინანსდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ნიუ გრუპი“ ასრულებს.