არაშენდა-დარჩეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია არაშენდა-დარჩეთის დამაკავშირებელი, 1600 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 603 395 ლარით ფინანსდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ნიუ გრუპი“ ასრულებს