ანსამბლი "ხარება" ლიეტუვას ქალაქ ვილნიუსში ქართული საკვირაო სკოლის გახსნაზე
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ლიეტუვას ქალაქ ვილნიუსში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა, რომელზეც ანსამბლი "ხარება" იყო მიწვეული.
საკვირაო სკოლის გახსნით ღონისძიებაზე შეკრებილ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა სალომე შაფაქიძემ.
ელჩმა მადლობა გადაუხადა ვილნიუსის უნივერსიტეტს მხარდაჭერისთვის და ანსამბლ „ხარებას“, ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.