ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისის" შესრულებული სამუშაოების ანგარიში
ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი", მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წყალმომარაგების დაქსელვის და აღდგენის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.
●სპეციალური ტექნიკით შემდეგი სამუშაოები განხორციელდა:
- სოფელ კალაურის და სოფელ ვაზისუბნის ხევებზე, მოეწყო ჯებირები, მოსწორდა მიმდებარე ტერიტორიებზე მოსახლეობის სარგებლობაში არსებული დაზიანებული მიწის ფართობებთან მისასვლელი მონაკვეთები;
● სოფლებში: ვაზისუბანი, ახაშენი, გურჯაანი, ძირკოკი, კარდენახი, შესრულდა საშემდუღებლო სამუშაოები, აღდგა ცენტრალურ მაგისტრალურ და საუბნო ხაზებზე არსებული დაზიანებები;
● დაზიანებული წერტილოვანი მონაკვეთები აღდგა შემდეგ სოფლებში: ვაზისუბანი, ველისციხე, ახაშენი, ჩუმლაყი, გურჯაანი, ძირკოკი, ვეჯინი, რის შემდეგაც წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა მოსახლეობას.
● ექსპლუატაციაში შევიდა მწყობრიდან გამოსული 9 წყლის ჭაბურღილი შემდეგ სოფლებში: მუკუზანი (3), ველისციხე, ჭანდარი, ძირკოკი, ვეჯინი (2), დარჩეთი,
● დაიქლორა წყლის რეზერვუარები შემდეგ სოფლებში:
კახიფარი, ვაჩნაძიანი, ჩალაუბანი, მელაანი.
საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელდა შემდეგი სამუშაოები.
● მოსწორდა და გაიწმინდა საუბნო და სავარგულებამდე მისასვლელი გზის მონაკვეთები შემდეგ სოფლებში: ქ.გურჯაანი, ახაშენი.