ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისის" სამუშაოების ანგარიში
ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისის" მიერ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გასული კვირის განმავლობაში განხორციელდა:
● სპეცტექნიკის გამოყენებით და მობილური ჯგუფის წევრების მიერ, გაიწმინდა უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული წყლის სათავე-ნაგებობები შემდეგ სოფლებში : კალაური , ვაზისუბანი , გურჯაანი;
● სოფლებში: ვაზისუბანი, ჩუმლაყი, ბაკურციხე, მობილური ჯგუფის წევრების მიერ შესრულდა საშემდუღებლო სამუშაოები, აღდგა ცენტრალურ და საუბნო ხაზებზე არსებული დაზიანებები ;
● გაწეული საქმიანობის შედეგად, დაზიანებული წერტილოვანი მონაკვეთები დროულად და სრულად აღდგენილია შემდეგ სოფლებში: ვაჩნაძიანი, ვაზისუბანი, ველისციხე, მუკუზანი, ჩუმლაყი, გურჯაანი, ბაკურციხე, კარდენახი, მელაანი, კაჭრეთი, ზემო კაჭრეთი, არაშენდა, რის შემდეგაც წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა მოსახლეობას;
● სოფელ ჩუმლაყში ე.წ "არევაძეების უბანში" 200მ. სიგრძის მონაკვეთზე, მოეწყო წყლის ახალი საუბნო ხაზი;
● სოფელ ვეჯინში ე.წ "პალაკაანთ უბანში" 120მ. სიგრძის მონაკვეთზე მოეწყო ახალი საუბნო ხაზი;
● სოფელ კოლაგში დამონტაჟდა 2 წყლის საქაჩი "ტუმბო-ძრავი";
● ექსპლუატაციაში შევიდა მწყობრიდან გამოსული 6 წყლის ჭაბურღილი შემდეგ სოფლებში: ვაზისუბანი (2), ჭანდარი, ვეჯინი, კოლაგი (2);
● მოსწორდა და გაიწმინდა უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ხევები, საუბნო და სავარგულებამდე მისასვლელი გზის მონაკვეთები შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: კალაური, ვაზისუბანი, ჩუმლაყი, ქ.გურჯაანი, გურჯაანი, ჭანდარი, ძირკოკი, კარდენახი;