ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისის" მიერ, გასული კვირის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შემდეგი სამუშაოები განხორციელდა
ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისის" მიერ, გასული კვირის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შემდეგი სამუშაოები განხორციელდა:
სპეცტექნიკის გამოყენებით, გაიწმინდა უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული სოფელ ჭანდრის წყლის სათავე-ნაგებობა;
სოფლებში: ვაზისუბანი, ბაკურციხე, მობილური ჯგუფის წევრების მიერ შესრულდა საშემდუღებლო სამუშაოები, აღდგა ცენტრალურ და საუბნო ხაზებზე არსებული დაზიანებები;
გაწეული საქმიანობის შედეგად, დაზიანებული წერტილოვანი მონაკვეთები დროულად და სრულად აღდგენილია შემდეგ სოფლებში: ვაჩნაძიანი, მუკუზანი, ვაზისუბანი, კოლაგი, კარდენახი, რის შემდეგაც წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა მოსახლეობას;
სოფელ კოლაგში, 150 მ. სიგრძის მონაკვეთზე მოეწყო ახალი საუბნო ხაზი;
სოფლებში: კალაური, ჩუმლაყი, ჩალაუბანი, დამონტაჟდა წყლის 3 საქაჩი "ტუმბო-ძრავი";
ექსპლუატაციაში შევიდა მწყობრიდან გამოსული წყლის 8 ჭაბურღილი შემდეგ სოფლებში: ველისციხე, ჩუმლაყი, კოლაგი, ბაკურციხე, კარდენახი, ჩალაუბანი, მელაანი, ქოდალო;
მოსწორდა და გაიწმინდა უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული საუბნო და სავარგულებამდე მისასვლელი გზის მონაკვეთები შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: ჩუმლაყი, ქ.გურჯაანი, სოფელი გურჯაანი, ჭანდარი, ძირკოკი;