ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი"-ს ანგარიში
ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი", მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაზიანებული წყალმომარაგების ქსელების აღდგენის სამუშაოებს აგრძელებს.
● სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, გაიწმინდა უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული სოფ. მუკუზნის წყლის სათავე;
● სოფლებში: მუკუზანი, ზეგაანი, კოლაგი, მობილური ჯგუფის წევრების მიერ შესრულდა საშემდუღებლო სამუშაოები, აღდგა ცენტრალურ და საუბნო ხაზებზე არსებული დაზიანებები და მოსახლეობას დაუყოვნებლივ მიეწოდება წყალი;
● დაზიანებული წერტილოვანი მონაკვეთები სრულად აღდგა შემდეგ სოფლებში: მუკუზანი, ზეგაანი, ჭერემი, გურჯაანი, კოლაგი, კარდენახი, ჩალაუბანი, ქოდალო, ნანიანი, რის შემდეგაც წყლის მიწოდება გაუუმჯობესდა მოსახლეობას;
● სოფელ გურჯაანში, უხვი ნალექის შედეგად ე.წ. "ბაღის უბანში" დაზიანებული ქსელის ნაცვლად, 300მ. სიგრძის მონაკვეთზე, მოეწყო ახალი მაგისტრალური ხაზი;
● სოფლებში: ვაჩნაძიანი, ჩუმლაყი, ვეჯინი, დამონტაჟდა 3 წყლის საქაჩი ტუმბო;
● ექსპლუატაციაში შევიდა მწყობრიდან გამოსული 12 წყლის ჭაბურღილი შემდეგ სოფლებში: ვაჩნაძიანი, ჩუმლაყი (2), ვეჯინი (3), კოლაგი, ბაკურციხე, კარდენახი (3), არაშენდა;
საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელდა შემდეგი სამუშაოები.
● მოსწორდა და გაიწმინდა საუბნო და სავარგულებამდე მისასვლელი გზის მონაკვეთები შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: ჩუმლაყი, ვეჯინი, ბაკურციხე, არაშენდა, კაჭრეთი, ზემო კაჭრეთი;