ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი", მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს
ა(ა)იპ "გურჯაანის მუნიციპალური სერვისი", მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. გასული კვირის განმავლობაში შემდეგი სამუშაოები განხორციელდა:
გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, წყლის სათავე-ნაგებობზე განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდეგ სოფლებში: ვაზისუბანი, ზეგაანი, მუკუზანი;
მობილური ჯგუფის წევრების მიერ საშემდუღებლო სამუშაოები შესრულდა და აღდგა დაზიანებები ცენტრალურ მაგისტრალს და საუბნო ხაზებზე შემდეგ სოფლებში: ვაზისუბანი, შაშიანი, ახაშენი, ძირკოკი, ვეჯინი;
დამონტაჟდა 2 ახალი წყლის საქაჩი "ტუმბო-ძრავი" და 2 ახალი "ელექტრო კარადა" სოფლებში: ველისციხე, ვაზისუბანი;
ექსპლუატაციაში შევიდა მწყობრიდან გამოსული 28 წყლის ჭაბურღილი შემდეგ სოფლებში: ვაჩნაძიანი, კალაური, ვაზისუბანი(3) მუკუზანი, ზეგაანი (2), ახაშენი (3), ველისციხე (2), გურჯაანი (3), ძირკოკი, ვეჯინი (4), კოლაგი, კარდენახი (3), მელაანი, ზიარი, არაშენდა.
გაწეული საქმიანობის შედეგად, დაზიანებული წერტილოვანი მონაკვეთები დროულად და სრულად აღდგენილია შემდეგ სოფლებში: ვაზისუბანი, მუკუზანი, ზეგაანი, ახაშენი, ველისციხე, გურჯაანი, ძირკოკი, ვეჯინი, ბაკურციხე, კარდენახი, კაჭრეთი, ზემო კაჭრეთი;
სოფელ შაშიანში "ტატიშვილების უბანში" მოეწყო 100 მეტრი სიგრძის ახალი საუბნო ხაზი;
დაიქლორა წყლის ბასეინები და რეზერვუარები შემდეგ სოფლებში: ვაზისუბანი: - 1000ტ. ტევადობის 4 ბასეინი. - 1130ტ. ტევადობის რეზერვუარები. კოლაგი: - 600ტ. ტევადობის 2 ბასეინი. - 133ტ. ტევადობის რეზერვუარები. ძირკოკი: - 100ტ. ტევადობის 1 ბასეინი - 84.ტ. ტევადობის რეზერვუარები. - კარდენახი: - 850ტ. ტევადობის 3 ბასეინი. - 631ტ. ტევადობის რეზერვუარები. ზემო კაჭრეთი: - 80ტ. ტევადობის ბასეინი - 110ტ.ტევადობის რეზერვუარები. ჯიმითი: - 220ტ. ტევადობის 2 ბასეინი. - 57ტ. ტევადობის რეზერვუარები;
მოსწორდა და გაიწმინდა საუბნო და სავარგულებამდე მისასვლელი გზის მონაკვეთები შემდეგ სოფლებში: შაშიანი, ქ.გურჯაანი, ძირკოკი, ვეჯინი, ჩალაუბანი, მელაანი, კაჭრეთი, ზემო კაჭრეთი, არაშენდა, დარჩიეთი;
სანიაღვრე არხები გაიწმინდა შემდეგ სოფლებში: ჩალაუბანი, კაჭრეთი, ახაშენი;
სოფელ ვეჯინში გაიწმინდა: - სტიქიისგან დაზიანებული: ე.წ. "ნატეხარა"-ს ხევის 300 მეტრი სიგრძის მონაკვეთი და - სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობებთან საავტომობილო გადასასვლელები და მიმდებარე ტერიტორიები;